ტობაზე თუ არ დაიკარგე, რაა მამული

masai-mara-national-park_966x543


2

ტობა ვარჩხილი 
დღესდღეობით ტობავარჩხილი შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული ადგილია ლაშქრობის მოსაწყობად უკაცრიელ და ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილებს შორის.  (საქართველოს მასშტაბით).   ულამაზესი პანორამები,  გაუვალი ტყეები, ყინულოვანი კლდეებიდან მომდინარე მოჩუხჩუხე წყაროები, შიმშილი, სიცივე, უძილობა, სისველე, დაღლა – ეს იმ სიამოვნების მოკლე ჩამონათვალია, რაც აქ  არც ისე კარგად მომზადებულ  მოლაშქრეს შეიძლება გადახდეს თავს. თუმცა საბედნიეროდ ყველა დაბრკოლება თუ უსიამოვნება  სასიამოვნო მოგონებად რჩება, როცა კომპიუტერთან  ზიხარ და სურათებს ათვალიერებ.

პოპულარობიდან გამომდინარე  ტობავარჩხილი მნახველთა რაოდენობას არ უჩივის, შესაბამისად ქართველთა კვალზე   არაერთი უცხოელიც თელავს ტბისკენ მიმავალ ,,ბილიკებს”(ხმადაბალი ნათქვაქმი!)

3 წლის წინ

ზუსტად 1095 დღის წინ გავიგეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ამ ტბის შესახებ. ინტერნეტში არსებული  სურათები იმდენად მოგვეწონა, პირველივე ზაფხულზე გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა ეს სილამაზე.   დღეებს, საათებს და წუთებს ვითვლიდით, თუმცა როგორც ჩანდა მიზნის მიღწევამდე 3 წლიანი ლოდინი გვეწერა… ან უფრო მეტი.

საბოლოოდ განვლო 3- მა ზამთარმა,  ამდენივე  გაზაფხულმა, შემოდგომამ და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ერთ მშვენიერ დღეს დადგა  ზაფხული.   განსაკუთრებული ამ ზაფხულში იყო ის, რომ მივედით ბილეთების ყიდვის სტადიაზე… უკვე ტობავარჩხილზე ლაშქრობა გარდაუვალი იყო და მას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა. გამგზავრების თარიღიც მტკიცე და უცვლელი – 25 ივლისი.

25 ამდე იყო 24 და იყო ჩიხურა.

10541_big

გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, საჩხერის ჩიხურამ უდიდესი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ერთი შეხედვით არაფერია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, თუმცა 2014 წლის, ქართული ფეხბურთის  მდგომარეობით ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ( როცა 20 წლის შემდეგ ამას წავიკითხავ იმედია გამეცინება, რა ცოტა მყოფნიდა ბედნიერებისთვის)

ასე იყო თუ ისე, ლაშქრობა დადებითი განწყობითა და ემოციებით დავიწყეთ.

,,პირველად იყო მატარებელი, და მატარებელი იყო ძალიან ,,თბილი” და ჩახუტებული” 

მარშრუტის გათვალისწინებთ, რაც გულისხმობდა თბილისიდან სენაკში მოხვედრას, ყველაზე იაფი საშუალება ავირჩიეთ და ზუსტად 21:10 წუთზე მატარებლით  დავტოვეთ დედაქალაქი.   ერთი ფიქრი ვიფიქრეთ დედაქალაქთან ერთად ფილტვებიც გარეთ დაგვეტოვებინა,  მაგრამ მალე  ჩვენდა გასაოცრად,  კონდიციონერი ჩაირთო  და ცოტა ამოვისუნთქეთ, თუმცა   ჩასუნთქვას მაინც ვერ ვრისკავდით.

ღამის სენაკი

ღამის  სენაკი არც პარიზს გავს და არც  ლონდონს, თუმცა როცა ტობავარჩხილზე მიდიხარ ორივე ზემოთხსენებულ ქალაქზე მეტი ფასი აქვს. ამგვარად აღმოვჩნდით 26 ივლისის დილის 4 საათზე  სენაკში.  აქ ქუთაისიდან კიდევ ერთი ძმაკაცი შემოგვიერთდა და უკვე გაზრდილი რაოდენობით – მთელი 3 კაცი, მოვთავსდით  ს.მუხურისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში. სწორედ ეს იყო ბოლო დასახლებული სოფელი სადამდეც ტრანსპორტით მისვლა გვქონდა გეგმაში, ამის შემდეგ კი დარჩენილი 40 კილომეტრი ფეხით უნდა გაგვევლო.

მდინარე ხობისწყალი

სენაკიდან წამოსულები მალე სოფელ მუხურში ჩავედით. სამარშუტო ტაქსმა პირდაპირ მდინარე ხობისწაყლთან მიგვიყვანა სადაც ხიდზე უნდა გადავსულიყავით და მარჯვნივ მიმავალ გზას გავყოლოდით.   დიდი იყო პირველი შთაბეჭდილება რომელიც მდინარემ ჩვენზე მოახდინა.   ხობისწაყლი ულამაზესი იყო.  საოცრად კამაკამა, მწვანე ფერი ჰქონდა.  მდინარის დანახვისთანავე ბანაობის სურვილი გაგვიჩნდა იმის მიუხედავად, რომ დილა იყო და წყალი საშინლად ცივი იქნებოდა. თუმცა სურვილი სურვილად დარჩა, რადგან დილა იყო და წყალი საშინლად  ცივი იქნებოდა.

ხიდზე გადასვლის შემდეგ, როგორც მძღოლმა დაგვაკვალიანა, მარჯვნივ მიმავალ გზას გავყევით.  ჩვენი ფიქრით რამდენიმე საათში ტობავარჩხილზე თუ არა მასთან ყველაზე ახლო მდებარე ქოხთან მაინც მივიდოდით.   ეს ის შემთხვევაა როცა ცოდნას უცოდინარობა სჯობს.  ჩვენთვის რომ მაშინ ვინმეს ეთქვა წინ ორმოცი კილომეტრი და საშინელი აღამრთები გველოდა, ნამდვილად უარს ვიტყოდით გზის გაგრძელებაზე და  მხოლოდ მდიანრე ხობისწყალში ბანაობით შემოვიფარგლებოდით…  თუმცა წინ გველოდა სიურპრიზი რომლის შესახებ, ისევე როგორც საშნელი აღმართების შესახებ, არაფერი ვიცოდით.

თუ ტობავარჩხილისკენ მიმავალმა გრუხუნის ხმა გაიგონე ესეიგი ,,დღეა მზიანი…”

ფეხით სავალ გზას დიდი შემართებით დავადექით.     უკვე თორმეტი საათი ხდებოდა და მზემაც განსაკუთრებული მონდომებით ..დაგვაფრქვია” თავზე თავისი სითბო. ფეხქვეშაც  ხრეში ისე გახურებულიყო გვეგონა  პირდაპირ ნაკვერჩხლებზე მივდიოდით.   ერთი თქმა კი თქვა რომელიღაცამ, აქ დიდი მანქანები დადიან და იქნებ გაგვიმართლოსო, მაგრამ ეს უფრო  ხავსის ძიებას გავდა.   თუმცა წინ სასწაული გველოდა.  მოულოდნელად ჩვენს ყურთასმენას მისწვდა საოცრად ჰარმონიული, მელოდიური, საამური ხმა    მანქანის მატორისა.    მოულოდნელი ბედნიერებისგან გარინდულები ველოდით,  ჩვენი გამაბედნიერებელი ხმა  როდის შეისხამდა ხორცს და უზარმაზარი სატვირთო მანქანის სახით წარმოდგებოდა ჩვენს წინაშე.    მართლაც მეტყევეები იყვნენ. რომ დაგვინახეს  გააჩერეს და წაყოლა შემოგვთავაზეს. ჩვენც მადლიერნი, დიდი სიხარულით ავძვერით  მანქანის ძარაზე.

10709708_822328594465784_1904960719_o

ნათიფურას მთა

ნათიფურას მთის ძირში დასრულდა ჩვენი კომფორტული მოგზაურობა. მეტყევეები მარჯვნივ მიმავალი გზით ეშვებოდნენ ქვემოთ, ჩვენ კი მარცხნივ უნდა გავყოლოდით გზას და მთაზე ავსულიყავით. როგორც მეტყევეებმა გვითხრეს აქამდე 19 კილომეტრი გამოვიარეთ, ანუ ჯერ კიდევ 20 კილომეტრი მაინც წინ გვქონდა.

ჩვენც დავემშვიდობეთ ჩვენ კეთილ მეგზურებს და მომავალი დაბრკლებების გადასალახად მოვემზადეთ.  იქვე მომდინარე წყაროდან ცივი წყალი შევსვით და ჭურჭლები ავავსეთ. სხვათა შორის მთელი გზა რაც ნათიფურას მთაზე ასასვლელად დაგვჭირდა სხვაგან სასმელი წყალი არ შეგვხვედრია.

თუმცა შეგვხვდა სამაშველო პიკაპი, მოლაშქრეთა  ჯგუფი და რაც მთავარია მოლაშქრე ძაღლი სახელად როკი. (თუ სწორად მახსოვს) – ყოველშემთხვევაში იმსახურებდა ამ სახელს) რომელიც საშინალად იყო გათანგული.

DSCN1286

შემხვედრმა მოლაშქრეებმა  დაგვაკვალიანეს და გვითხრეს რომ როდესაც წყარომდე მივაღწევდით გზა აღარ უნდა გაგვეგრძელებინა პირდაპირ და იქვე პატარა ბილიკს გავყოლოდით, რომელიც მიგვყივანდა ქოხთან, რაც ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი იყო ერთი დღისთვის. თუმცა 5 კილომეტრი არც ისე ადვილი გასავლელი აღმოჩნდა.   საშინელი აღმართები, სპირალურად დახვეული გზა რომელიც არაფრით მთავრდებოდა.   იმდენად დაღლილები ვიყავით ყოველი აღმართის ბოლოს 5 წუთით მაინც ვისვენებდით.   ერთ-ერთი ასეთი დასვენებისას კი მოხდა სასწაული. კვლავ გრუხუნის ხმა. ერთ დღეში უკვე მეორედ გაგვიმართლა და რამდენიმე წუთში ჩვენს წინ  სატვირთო მანქანა გამოჩნდა, თუმცა სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა, სატვირთო მანქანის ძარაზე ისხდნენ უკრაინელი ტურისტები, მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც – ქერა თმებით და ცისფერი თვალებით.

ასე სასიამოვნოდ ავაღწიეთ ქოხამდე სადაც ჩვენ დარჩენა გადავწყვიტეთ, უკრაინელი ტურისტები კი რომლებსაც იქ ცხენები და მეგზურები ელოდნენ საბანაკე გორისკენ გაემართნენ.

მასაი მარას ნაკრძალი| Masai Mara

mara-gates
მასაი მარა – ნაკრძალი სამხრეთ აღმოსავლეთ კენიაში. ფაქტიურად ეს არ არის ნაციონალური პარკი. რადგან ნაკრძალი ნიშნავს რომ ის ეკუთვნის მასაის ხალხს. ხოლო ნაციონალური პარკის შემთხვევაში მისი მართვა ხდება ქვეყნის   საბჭოს მიერ.

მასაი მარას ნაკრძალს წელიწადში ათასობით ტურისტი სტუმრობს და ითვლება რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკი  აფრიკაში.
masai-mara-national-park_966x543
მასაი მარა ერთ-ერთი პარკია სადაც თქვენ შეიძლება ნახოთ ცნობილი დიდი ხუთეული: ლომი, ლეოპარდი, სპილო, მარტორქა და ბიზონი.  ასევე აქ ნახავთ ტურებს, ჟირაფებს, ბეჰემოთებსა და მდიდარ ფრინველთა სამყაროს.

top_Maasai Mara National Reserve

ნაკრძალში შესვლა შესსაძლებელია ავტომობილით. სასტიკად აკრძალულია ფეხით სეირნობა საკარვე ადგილების გარეთ, მტაცებელი ცხოველების გამო.

Masai-Mara-Kenya-Safari-Main

 

 

ballonsafari

 

Lions_photographic-safari-Kenya_Masai_Mara_6843

 

საქსონიის ნაციონალური პარკი

3
საქსონიის ნაციონალური პარკი, გასაოცარი პარკი დრეზდენის ახლოს. პარკის მთავარი სანახაობაა ქვიშაქვის მთები, მთების მწკრივი, გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის. ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ აღმოსავლეთის საზღვართან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბოჰემიის შვეიცარიის ეროვნული პარკი, რომელიც ასევე მდიდარია გასაოცარი ბუნებრივი სილამაზით.

4

საქსონიის პარკი უნიკალური ადგილია სამოგზაუროდ, გასაოცარი ლანდშაპტით რომლის მსგავსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

3024-2

იგუაცუს ნაციონალური პარკი | Iguazu

იგუაცუს ნაციონალური პარკი მდებარეობს ბრაზილიის შტატ პარანასა და არგენტინის პროვინცია მისიონის საზღვარზე. აქ არის იგუაცუს მდინარე, საუცხოო ჩანჩქერების სისტემა რომელიც შედგება 270 ჩანჩქერისგან.

ზოგიერთი ჩანჩქერი არის 100 მეტრის სიმაღლის, მაშინ როდესაც ყველაზე პატარა   64 მეტრია.

1

The Gargenra del Diablo, ეშმაკის ყელი -ეს  ყველაზე შთამბეჭდავი 150 მეტრი სიგანის და 700 მეტრის სიგრძის ჩანჩქერი განსაზღვრავს საზღვარს ბრაზილიისა და არგენტინას შორის.

2

http://www.unique-national-parks.com/iguazu

პანტანალის ნაციონალური პარკი

maxresdefault

პანტანალი – ნაციონალური პარკი ბრაზილიაში.  ასევე მცირედი ნაწილი აღმოსავლეთ ბოლივიასა და დასავლეთ პარაგვაიში. პარკი  ცნობილია რადგან აქ არის მსოფლიოში უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორია. პანტანალი მოიცავს 140 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს.
pantanal
ბრაზილიელები მას უწოდებენ თავიანთ სამოთხის ბაღს, მისი უთვალავი პატარა ტბებით, მდინარეებით, ტროპიკული ტყეებით, ლაგუნებით და მყვინთავებისთვის საინტერესო ეკოსისტემით.

პანტანალი შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც მსოფლიოს ყველაზე განსაცვიფრებელი პარკი. პარკში არის 3,500 ზე მეტი სახეობის მცენარე, 80 სახეობის ქვეწარმავალი, 100  ძუძუმწოვარი და 650 ზე მეტი ფრინველი.

images

 

http://www.unique-national-parks.com/pantanal

ხვამლის მთა

 

მდებარეობა   Pictures/სურათები

ლეჩხუმი,საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე,ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს.
XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის – ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით: ,,გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა,,.
ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა ,რომელიც გადაჭიმულია 10-15 კმ მანძილზე, ქ.ქუთაისიდან ჩრდილო მხარეზე 20-25 კილომეტრის დაცილებით. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: ,,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით.
ხვამლის თხემიდან იშლება ზღაპრული სანახაობა. აღმოსავლეთით მოჩანს ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, სამხრეთ -აღმოსავლეთით და სამხრეთით – ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთები.
ხვალის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან ორიათას მეტრს აღემატება(2002მ). 1700 მეტრის სიმაღლეზე არის ,,ბოგა საყინულე,, სადაც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა, შიგ ყინულის ლოლოები და ყინულის ,,ზოდებია,,.

 
ხვამლის მთაზე იყო დიდად განთქმული ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია. 1886 წელს ჟურნალ ,,მწყემსში”,მღვდელი იოანე თაგვაძე წერდა: ,,ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე არის ნანგრევი ეკლესიისა”.
,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს,, სწირავდნენ ჯვარ-ხატებს,გლეხებს,გადასახადებს,ადგილ-მამულებს.რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის ძალაზე,,: თუ ხვამლი გწყალობს,ნიავი არ მოგაკლდებაო.
ამას უკავშირდება ,,ხვამლობა”, ხვამლობის დღესასწაული რომელიც აღდგომის მეორე კვირაში იმართება.  როდესაც ხვამლის მთაზე ახლომდებარე სოფლებიდან ადის მთელი მოსახლეობა, ააქვს შესაწირი.  ტაძარში აღევლონება ლოცვა.

 

ხვამლის მთასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ლეგენდა, მითი თუ ისტორიული ვარაუდი.  ,,ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო” – ასე აქვს მოხსენიებული ეს ბუნების საოცრება ვახუშტი ბატონიშვილს, რაც თავისთავად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას.

  

  

  

მითები, ისტორიული საიდუმლოებები და ხვამლის საგანძური

ხვამლის მთა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნია. არის ლამაზი, მშვენირი. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე. მდიდარი მცენარიეული საფარით და ულამაზესი ხედით.  მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებივი მთის სახელი რომ თუნდაც  google_ს საძიებო სისტემაში ჩაწერო, იმდენად მრავალცრიცხოვან  და საინტერესო ინფორმაციას იპოვი,  თავი ჟიულ ვერნის     სათავგადასავლო რომანის მკითხველი გეგონება.

 

                             ჟურნალი ,,თბილისელები”. ინტერვიუ ხვამლის მთის ექსპედიციის ხელმძღვანელთან გ. გაბიძაშვილთან.
 

 შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული… შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს… „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს” – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება”… რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს.

 

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს…

როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს” თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს.

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

 

 

ცაშკიბულის ტობავარჩხილი

ურათები/Pictures

ტბის შესახებ:  ტობავარჩხილი — კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.

მდებარეობა: მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.    ინტერნეტში შეხვდებით ასევე ინფორმაციას იმის შესახებ რომ ტობავარჩხილი წალენჯიხის მუნიციპალიტეში მდებარეობს.   რა ხდება სინამდვილეში. არის 3 ტბა, აქედან 2 – კალიაშის ტბა და ცაშკიბულის ტობავარჩხილი (ოხონჯე) მდებარობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.    ჭიათაგვალას ტობავარჩხილი კი  წალენჯიხაში.

ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე.

ლაშქრობა: ტობავარჩხილი არის მოლაშქრეთა ერთ-ერთ საყვარელი და საოცნებო ადგილი.  ეს არის ბუნების ულამაზესი ნაწილი. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე თქვენ იხილავთ ცაში აზიდულ ფრიალო კლდეებს, ხობის წყლის ხეობის ულამაზეს პანორამებს, ალპური ზონისთვის დამახასიათებელ  სილამაზესა და რაც მთავარია თავად ტბას, რომელიც ულამაზესია და მართლაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მნახველს.

რუკა: immage   2. უკეთესი რუკა

როგორ მოვხვდეთ ტობავარჩხილზე:

(ინფორმაცია ამოკრეფილია www.karavi.ge)     თბილისი – სენაკი – ს.მუხურა – შელეთი(20კმ) – ნათიფურას მთა – ოხოჯე 

კარაველების მოგზაურობა ტობავარჩხილზე

საინტერესო  ინფორმაცია  მარშრუტის  შესახებ წაიკითხეთ აქ toba

 

 

მარტვილის კანიონი

 

მდებარეობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან 274 კმ., ქუთაისიდან 46 კმ, ბათუმიდან 140 კმ, ფოთიდან 74 კმ, ხოლო ანაკლიიდან 100 კმ მანძილზე.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლებით. მათ შორის გამოირჩევა სოფ. სალხინოს დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილისა (VII ს.) და ბალდის მამათა მონასტრები. ბუნების ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მოთენას, არსენ ოქროჯანაშვილის, ტობას მეორე და ჯორწყუს მღვიმეები; რაჩხის უნიკალური ვოკლუზები და იშვიათი რელიქტური ტყეები. არანაკლებ ყურადღებას იპყრობს მდ. ტეხური ბუნების უნიკალური ძეგლებითა და იშვიათი ტყეებით.

გაჭედილას კანიონი(ქ.მარტვილიდან 5 კმ.)

გაჭედილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის. კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი.

მოთენას მღვიმე. 

გაჭედილის კანიონიდან 3.5 კმ დაშორებით სოფ. პირველ ბალდაში მდებარეობს მოთენას მღვიმე. სოფლამდე ავტოტრანსპორტის სავალი გზაა. აღმოსავლეთით არსებულ ტაბაკელას ქედზე მდებარეობს მოთენას მღვიმე, რომლისკენაც სოფლიდან მიემართება 0.5 კმ სიგრძის ბილიკი.
მოთენას მღვიმე (ზ.დ. 570 მ) გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. მღვიმე ჰორიზონტალურია და აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. მოთენას მღვიმე შედგება ორი დიდი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ხვრელით. პირველი დარბაზის სიგრძეა 30 მ, სიმაღლე – 24-25 მ. მღვიმის ჯამური სიგრძეა 75 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები და ფარდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები; გაედინება მცირე მდინარე. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. აქვეა ისტორიული დროის ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ. მღვიმე ადვილი გასავლელია.

დილით მივემართებით ტობას კასკადოვანი ჩანჩქერისკენ, რომელიც ბანაკიდან 1.5 კმ მანძილზე მდებარეობს. ჩანჩქერამდე ბილიკი მარტივად სავალია. ბილიკის ბოლოს მივადგებით ჩანჩქერის კასკადის ბოლო საფეხურს რომლის სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია. თუ სურვილი გვაქვს კასკადის შუა ნაწილზე მოვხვდეთ და იქედან გადმოვხედოთ მთლიან კასკადს, ეს შესაძლებელია ჩანჩქერის მარცხენა ციცაბო ფერდობზე არსებული ციცაბო ბილიკის ავლით.

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე და ტობას ჩაჩქერი. 

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულშრეებიან კირქვებში. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, 100 მეტრზე წარმოქმნის 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მეტრზე იკეტება სიფონური ტბით (150 მ/კვ). მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8-30 მ ფარგლებში. ძირითადი მაგისტრალი ივითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მეტრზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მეტრით მაღლაა. აქვს მესამე განშტოებაც. მღვიმის ჯამური სიგრძეა 1150 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა (ლოდები და ალუვიონი). ჰაერის ტემპერატურაა 14.4 გრადუსი. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0.276 მეტრ კუბი წამში, ხოლო ტემპერატურა – 10.2 გრადუსი. მღვიმე ძნელად მისავალია. მასში გადასაადგილებლად საჭიროა რეზინის ნავი. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი.

მღვიმისა და ჩანჩქერის მონახულების შემდეგ ბილიკით მივემართებით ონიორეს ჩანჩქერისკენ, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ძეგლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე. ჩანჩქერი გადმოედინება ტობა II მღვიმიდან. ალპინისტური და სპელეოლოგიური აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მღვიმეში შესვლა.

ტობას მეორე მღვიმე და ონიორეს ჩანჩქერი.     

ტობის მეორე მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე იწყება 5 მ სიგანისა და 5 მ სიმაღლის შესასვლელით, რომელიც გადადის გუმბათოვან დარბაზში. აქედან იგი სწორხაზოვნად ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. შესასვლელიდან 150-160 მეტრზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და თავდება სიფონით. მღვიმე მოიცავს სამ განშტოებას. ძირითადი განშტოება შედგება სამი დარბაზისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია მეორე (15X15მ). მღვიმის ჯამური სიგრძეა 235 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სანთლისებური სტალაგმიტები, ფარდები და მიკროსტალაქტიდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები. მღვიმე დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსია. მღვიმიდან გამოედინება წყლის უხვი ნაკადი, რომელიც ზედაპირზე წარმოქმნის ონიორეს ჩანჩქერს (80-85 მ). მღვიმური ნაკადი შუა ნაწილში განავითარებს ელიფსური ფორმის (8,5X6 მ.), ხოლო სათავეში – სიფონურ ტბას. წყლის ტემპერატურა 10.2 გრადუსს, ხოლო დებიტი – 42 ლ/წ. შეადგენს. მღვიმეში ბინადრობს ღამურები, ობობები და მწერები. მღვიმე ძნელად მისავალია. აქვე, ჩანჩქერის ძირთან ახლოს არის ბზის უნიკალური კორომი.

ტყეში გამავალი ბილიკით მივეშურებით ადგილ რაჩხასკენ (8 კმ), სადაც მრავლადაა წყაროები. ერთ-ერთ წყაროსთან ვბანაკდებით და შემდეგ გეზს ვიღებთ აბაშის ჩანჩქერისკენ, რომელიც აღნიშნული პუნქტიდან, დაახლოებით, 1.5 კმ-ით არის დაშორებული.

აბაშის ჩანჩქერი. 

აბაშის ჩანჩქერი (ზ.დ. 760 მ) მდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადიდან ვითარდება. იგი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი ძირში ქმნის ორმოს, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის ორი მომცრო ჩანჩქერი. მათ დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები ხშირი ტყითაა დაფარული. ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ძნელად გასავალი ტევრები. აქვე მდებარეობს რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით.

Iმივდივართ სოფ. მეორე ბალდაში (7 კმ). გზაში, მდ. ჯორწყუსთან, ბილიკიდან ვუხვევთ (1.5 კმ) ჯორჭყუს მღვიმის სანახავად.

ჯორწყუს მღვიმე.

ჯორწყუს მღვიმე ორსართულიანია. დახშული მღვიმე იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით, რომელსაც 4-5 მ სიგანისა და 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. შესასვლელიდან 100 მ-ის დაშორებით ორ განშტოებას განავითარებს. ძირითადი მაგისტრალი მეანდრულია. ის ბოლოში მოზრდილ დარბრაზში გადადის, რომლის კედელზეც მღვიმის 30 მ. სიგრძის მეორე სართული იხსნება. მღვიმის მთელ სიგრძეზე აღინიშნება მღვიმური ნალექები, მათ შორის სჭარბობს სტალაქტიტები, სტალაგმიტები- იშვიათია. მდიდარია პლასტიკური თიხის, 3,5 – 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში 16 გრადუსია. მღვიმეში გაედინება 4-5 ლ/წმ დებიტის მქონე ნაკადი, რომელსაც აღმოსავლეთ განშტოებასთან უერთდება მეორე ნაკადი. მიწისქვეშ 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს ხეობის მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და ობობები, ხოლო ნაკადში – ღორტავები. მღვიმე პალეოლითური ადამიანის სადგომს წარმოადგენს. ნაპოვნია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველთა ძვლები.

საკვების მარაგის შევსება. საკვები მარაგის შევსება შესაძლებელია ქ. მარტვილში და, ნაწილობრივ, სოფ. ბალდაში. სასმელი წყალი ხეობაში პრობლემას არ წარმოადგენს. ხეობის დიდი ნაწილი მობილური ოპერატორების დაფარვის ზონაშია. სოფ. ბალდაში, ასვე, შესაძლებელია გამყოლი პირის მოძიება და ცხენების დაქირავება.

ვიდეო –  მარტვილის ტურისტული ბილიკები.

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხში მოხვდებით სამარშუტკო ტაქსით. ბილეთის ფასი ~8-10 ლ. ისნის მეტროდან.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.

ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.

 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია გთავაზობთ 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს:

1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 7 კმ;

მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.

2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 8 კმ;

მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.

3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 4კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.

4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”:

მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 50კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.

გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.

http://www.dpa.gov.ge/?site-id=39&page=3&id=37

რუკა 

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს.

რას გთავაზობთ პარკი

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე – დაახლოებით 5 საათი, II დღე – დაახ. 6,5 საათი. III დღე – 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.

_______________________________________________________________________________
2. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე – 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

_______________________________________________________________________________
3. პანორამების ბილიკი

რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე – 16 კმ. 6 საათი. II დღე – 18 კმ, 6 საათი.

_______________________________________________________________________________
4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი

უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი

აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

_______________________________________________________________________________
6. ნაკვალევის ბილიკი

ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 – 13 კმ, დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი

საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

_______________________________________________________________________________

8. მეღრუკის ხეობა

წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

_______________________________________________________________________________
9. მწყემსების ბილიკი

ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.

_______________________________________________________________________________

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები – ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.
ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი.

მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია” შესული.

წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი.

ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი და კავკასიური როჭო .

www.borjomi-kharagauli-np.ge

www.dpa.gov.ge