//
you're reading...
დასალაშქრი ადგილები, დაცული ტერიტორიები, სტატიები

ლაგოდეხის ნაკრძალი

1625592_545437295554058_137462635_n
ლაგოდეხში მოხვდებით სამარშუტკო ტაქსით. ბილეთის ფასი ~8-10 ლ. ისნის მეტროდან.

     ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.

1780815_545431995554588_1412984088_n

 Photo From Here

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია გთავაზობთ 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს:

1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 7 კმ;

მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.

2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 8 კმ;

მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.

3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 4კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.

4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”:

მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 50კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.

გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.

1510805_545432135554574_2069918581_nნინოსხევის ჩანჩქერი

დაცული ტერიტორიების სააგენტო


რუკა 

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: