//
you're reading...
დასალაშქრი ადგილები, ლეჩხუმი, სტატიები

ხვამლის მთა

 

მდებარეობა   Pictures/სურათები

ლეჩხუმი,საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე,ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს.
XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის – ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით: ,,გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა,,.
ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა ,რომელიც გადაჭიმულია 10-15 კმ მანძილზე, ქ.ქუთაისიდან ჩრდილო მხარეზე 20-25 კილომეტრის დაცილებით. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: ,,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით.
ხვამლის თხემიდან იშლება ზღაპრული სანახაობა. აღმოსავლეთით მოჩანს ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, სამხრეთ -აღმოსავლეთით და სამხრეთით – ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთები.
ხვალის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან ორიათას მეტრს აღემატება(2002მ). 1700 მეტრის სიმაღლეზე არის ,,ბოგა საყინულე,, სადაც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა, შიგ ყინულის ლოლოები და ყინულის ,,ზოდებია,,.

 
ხვამლის მთაზე იყო დიდად განთქმული ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია. 1886 წელს ჟურნალ ,,მწყემსში”,მღვდელი იოანე თაგვაძე წერდა: ,,ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე არის ნანგრევი ეკლესიისა”.
,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს,, სწირავდნენ ჯვარ-ხატებს,გლეხებს,გადასახადებს,ადგილ-მამულებს.რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის ძალაზე,,: თუ ხვამლი გწყალობს,ნიავი არ მოგაკლდებაო.
ამას უკავშირდება ,,ხვამლობა”, ხვამლობის დღესასწაული რომელიც აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს იმართება.  როდესაც ხვამლის მთაზე ახლომდებარე სოფლებიდან ადის მთელი მოსახლეობა, ააქვს შესაწირი.  ტაძარში აღევლონება ლოცვა.

 

ხვამლის მთასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ლეგენდა, მითი თუ ისტორიული ვარაუდი.  ,,ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო” – ასე აქვს მოხსენიებული ეს ბუნების საოცრება ვახუშტი ბატონიშვილს, რაც თავისთავად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას.

  

  

  

მითები, ისტორიული საიდუმლოებები და ხვამლის საგანძური

ხვამლის მთა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნია. არის ლამაზი, მშვენირი. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე. მდიდარი მცენარიეული საფარით და ულამაზესი ხედით.  მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებივი მთის სახელი რომ თუნდაც  google_ს საძიებო სისტემაში ჩაწერო, იმდენად მრავალცრიცხოვან  და საინტერესო ინფორმაციას იპოვი,  თავი ჟიულ ვერნის     სათავგადასავლო რომანის მკითხველი გეგონება.

                             ჟურნალი ,,თბილისელები”. ინტერვიუ ხვამლის მთის ექსპედიციის ხელმძღვანელთან გ. გაბიძაშვილთან.
 

 შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული… შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს… „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს” – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება”… რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს.

 

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, ყველაფერი

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის

სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს…

როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს” თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს.

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

 

 

კულტურული ძეგლები

დასალაშქრი ადგილები

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: