//
you're reading...
დასალაშქრი ადგილები, სტატიები, ტბები | Lakes

ტაბაწყური – Lake Tabatskuri

DSCN3495

ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქისმუნიციპალიტეტების საზღვარზე. ზღვის დონიდან 1991 მ.  უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³.

წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია — ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე.

წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.

DSCN3501

DSCN3546

DSCN3554

DSCN3544

DSCN3503

DSCN3552

როგორ მოვხვდეთ ტაბაწყურზე!!!

ტაბაწყურზე მოსახვედრად შემდეგი მარშრუტის გავლა მოგიწევთ (ყოველშმთხვევაში ჩვენ ასე მოგვიწია)

თბილისი – ბორჯომი – ბაკურიანი – ტაბაწყური

თბილისიდან ბორჯომში მატარებლით ჩავედით, რომელმაც დედაქალაქი არც მეტი არც ნაკლები 06:45 წთ-ზე დატოვა. დაახლოებით 4 საათში ჩავედით ბორჯომში, სადაც  ეგრედ წოდებულ კუკუშკა მატარებელში მოვთავსდით, რომელიც 15 წუთში გავიდა სადგურიდან და ზუსტად 2 სთ-სა და 40 წთ-ში ავედით ბაკურიანში. ( ორივე ზემოთხსენებული ტრანსპორის ფასი – 2 Gel.) ბაკურიანის მატარებლის განრიგი

DSCN3428

ბაკურიანში ჩასვლის შემდეგ გავემართეთ ციხისჯვრის (GooGle Maps) გადასახვევისკენ, როგორც მატარებელში დაგვაკვალიანეს. ასევე მატარებელში გვითხრეს რომ ფეხით წასვლას აზრი არ ქონდა, გზაც გრძელი იყო და მეცხვარის ძაღლების საშიშორებაც -დიდი. ამიტომ ჩვენც ციხისჯვრის გადასახვევთან დავდექით და სოფლისკენ მიმავალ მანქანას დავუწყეთ ლოდინი.
ბაკურიანიდან გზა ციხისჯვრისკენ მარჯვნივ უხვევს, ტაბაწყურისკენ ასასვლელად კი მარცხენივ მიმავალ გზას უნდა დაადგეთ.

თუ გამვლელი მანქანის ლოდინი გეზარებათ ან ცუდი ბედი გაქვთ,  ტაბაწყურამდე მისვლა ტაქსითაც შეიძლება. როგორც ტაქსისტმა გვითხრა მხოლოდ ტბამდე მიყვანა 60 ლარი ღირს.   ასევე შემოგვთავაზა წაყვანა, 2 საათი დალოდება და უკან წამოყვანა – 100 ლარი.

ვენ გაგვიმართლა,  მალევე  სოფელში მიმავალმა სომეხმა ბიჭებმა გაგვიჩერეს და წაგვიყვანეს.  რაც შეეხება გზას, კარგი არ არის, არც ასფალტია, მაგრამ ნებისმიერი გამავლობის მანქანით შეიძლება ასვლა.
გზაზე შეგხვდებათ კონტროლი, სადაც პირადობა უნდა წარადგინოთ, ან თუ თან არ გაქვთ პირადი ნომერი ჩააწერინოთ.

სოფლისკენ მიმავალი გზა ძალიან ლამაზია და შესანიშნავი ხედები იშლება.

DSCN3568

DSCN3562

DSCN3561DSCN3560

DSCN3559

DSCN3557
მდინარე ქცია

DSCN3556

DSCN3555

DSCN3454

მანქანიდან გადმოვედით თუ არა ეს უცნაური ბუდე მოგვხვდა თვალში. რამდენიმე მოსახლეს კი ვკთხეთ, რომელი ფირნველის იყო, თუმცა ყველამ  სომხური სახელი იცოდა – არაგილი. მხოლოდ მეორე დღეს გავიგეთ რომ არაგილი სომხურად წეროს ნიშნავს.

DSCN3453

clickhere-downarrow-red_opt
ტობავარჩხილი                       ხვამლის მთა                 ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი     
30              988488_523967987657451_516139731_n                     11220780_953601728005136_8623399069222000562_o

ტაბაწყური                           ახალჭალა(ლეჩხუმი)               ლაგოდეხის ნაკრძალი
dscn3495
               10947418_903121653053144_8658960025044283746_o                1510805_545432135554574_2069918581_n

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: