//
you're reading...
სტატიები

ლაშქრობის 8 აუცილებელი წესი

Nordic walking legs in mountains

წესი N1: მთაში ადამიანებს (ადგილობრივი მკვიდრი თუ სხვა მოლაშქრე) ყოველთვის უნდა მივესალმოთ, რადგან იქ ეს უბრალოდ მისალმება როდია, მეტიც, მათდამი წარმატების სურვილის ტოლფასია, რაც მთასთან ურთიერთობისას განსაკუთრებით საჭიროა.

წესი N2: თუ ფერდობზე ორი ჯგუფი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება, მაშინ მოქმედებს წესი: “ზემოდან მომავალი ქვემოდან მომავალს უთმობს გზას”. ანუ ჯგუფი რომელიც ეშვება, ბილიკიდან გადადის და გზას უთმობს ზემოთ მიმავალ ჯგუფს. იკითხავთ – თუ რატომაა ასე? გეტყვით – უბრალოდ ზემოთ მიმავალისთვის გზა ყოველთვის ძნელია (პ.ს. მსგავს პრინციპს იცავს სატრანსპორტო საშუალებებიც).

წესი N3: “ბანაკის სადგომი წასვლისას უფრო სუფთა უნდა იყოს, ვიდრე მოსვლისას დაგვხვდა.

წესი N4: სადგომიდან გასვლისას დარჩენილი შეშა ვერტიკალურად დაალაგეთ სადმე მშრალ, წვიმისგან მოფარებულ ადგილას, რომელიმე ხის ან ბუჩქის ქვეშ ან ცელოფანი გადააფარეთ დასველებისგან დასაცავად. გახსოვდეთ, რომ თქვენს შემდეგ აქ მოსულ ჯგუფს შეიძლება ცუდი ამინდი დახვდეს და მათ მშრალი შეშის მოსაძებნად დრო და ძალა აღარ ჰქონდეს.

წესი N5: შესვენებისას (თუ თქვენ ჯგუფის თავში ხართ და პირველები მოხვედით), ზურგჩანთის მოხსნის შემდეგ, როდესაც მდინარესთან წყლის დასალევად ჩახვალთ, თან წაიღეთ მათარები და სხვა წყლის ჭურჭელი, გაავსეთ და უკან ამოიტანეთ. წარმოიდგინეთ, თქვენს შემდეგ მოსული ხალხის შეგრძნება, როდესაც სიცხისგან გათანგულები შესვენების ადგილას რომ მოვლენ და ცივი წყალი დახვდებათ. ჩვეულებრივ, შესვენება 20 წუთამდე გრძელდება და ამ დროს არაა მიზანშეწონილი, რომ წყალზე ყველამ ირბინოს. როდესაც წყალი გაქვთ და ხანმოკლე გაჩერებისას თქვენს სანუკვარ მათარას ამოიღებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მარტო არა ხართ. გახსოვდეთ “რკინის” წესი: “მთაში არ ითხოვენ – მთაში სთავაზობენ“.

წესი N6: თუ საღამოს სადგომზე კოცონთან ზიხართ და ამ დროს სხვა, დაღლილი ჯგუფი გამოჩნდა და თქვენს შორე-ახლოს შესასვენებლად ან ბანაკის გასაშლელად ემზადება, მაშინ მოლაშქრეთა წესების თანახმად, გზიდან მოსულ ხალხს ცხელი ჩაით უმასპინძლდებიან (ან სხვა რამე სამასპინძლო საშუალებით – წვენი, ყავა და ა.შ. – ეს პირდაპირ თქვენს ხელგაშლილობაზეა ეს დამოკიდებული). დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ თვითონ მოხვდებით მსგავს სიტუაციაში, მიხვდებით თუ რამხელა სიამოვნებაა ეს – მხრებიდან მძიმე ზურგჩანთის მოხსნის შემდეგ, საღამოს სიგრილის დადგომისას კოცონთან რამდენიმე ყლუპი ცხელი სასმლის მირთმევა. თითქოს ამის შემდეგ ცხოვრება გაცილებით მხიარულია, კარვებიც უფრო მეტი ხალისით იშლება…

წესი N7: მთებში კოცონი საერთოა, შეშა კი ინდივიდუალური. ანუ თუ თქვენ ზიხართ კოცონთან (არ მზარეულობთ, უბრალოდ თბებით) და მოდის სხვა ჯგუფი, თქვენ მათ ეპატიჟებითმ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ამ კოცონით მუქთად უნდა ისარგებლონ. მცირედი შესვენების შემდეგ, ისინი ვალდებულები არიან, თავიანთი წილი შეშის მოსატანად წავიდნენ. იგივე გეხებათ თქვენ, როდესაც თქვენ მოდიხართ სადგომზე, სადაც უკვე ანთია სხვისი კოცონი – იცით, რაც უნდა ქნათ.

წესი N8: თუ თქვენი ბანაკის გარშემო ბოდიალის დროს შემთხვევით აღმოაჩინეთ ვიღაცის “საჭმლის მარაგი” – მასზე ხელის ხლება დაუშვებელია! ვინც დადო, მანვე აიღოს!

წყარო

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: