ლაშქრობა უშგულში

DSCN1165

დანიშნულების ადგილი: უშგული
გასვლის დრო:
13 აგვისტო
მარშრუტი: თბილისი – ქუთაისი – ლენტეხი – ს.თეკალი – ლატფარის უღელტეხილი – უშგული – მესტია – ზუგდიდი – თბილისი.
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 4 დღე.

თავდაპირველად იყო იდეა დაგველაშქრა შავი კლდეების ტბა, შემდეგ ზემო აჭარა, შემდეგ გომის მთა, შემდეგ თუშეთი და თავდაპირველად ვიყავით 5 კაცი.  თუმცა საბოლოოდ 13 აგვისტოსთვის დავრჩით ორნი და გაჩნდა ახალი იდეა – დაგველაშქრა უშგული. გზა არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ მარშრუტზე არ ვიცოდით, ამიტომ უშგულს არ შევუშინებივართ და 13 აგვისტოს გავემგზავრეთ ქუთაისში. ქუთაისში მცირედი მარაგი შევივსეთ და შუადღისოთხი საათისთვის ლენტეხში მიმავალ მიკრო ავტობუსში ვისხედით.  გზა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ვტკბებოდით ლეჩხუმის ულამაზესი ხედებით, ზემოდან კი მისტიური ხვამლის მთა დაგვყურებდა. ერთადერთი რაც ვიცოდით, იყო რომ ლენტეხიდან სოფელ მელეში უნდა მოვხვედრილიყავით. მიკრო ავტობუსის მძღოლმა  მელესკენ მიმავალ გზაზე ჩამოგვსვა და დაგვაკვალიანა – ამ გზას დაადექით, გამოივლის ვინმე და წაგიყვანთო. მე მეტი იქეთ აღარ მივიდვარო. ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა, რეალურად კი გზა გვქონდა თუ გვქონდა.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მალე ერთი იქაური კაცი წამოგვეწია. გზაში ვუთხარით რომ უშგულში მივდიოდით და ახლა გვინდოდა სოფელ მელემდე მიგვეღწია. თუმცა იქაურმა კაცმა გვითხრა რომ უშგულში მოსახვედრად ჯობდა სოფელ თეკალამდე მივსულიყავით. თვითონ სადაც მიდიოდა იმ სოფლიდან ერთი საათის სავალი თუ იქნებოდა. თეკალში ,,ბირჟაზე” იკითხეთ და მერე იქედან გასწავლიან მარტივ  და მოკლე გზასო. ჩვენც დავუჯერეთ.  მადლობა გადავუხადეთ და სოფელ თეკალისკენ გავწიეთ.

როცა სოფელში შევედით უკვე დაღამებული იყო, თუმცა სოფლის  მოსახლეობა გარეთ იყო გამოფენილი. ჩვენც მაღაზიასთან მივედით და იქვე მჯდომ ადგილობრივს გავესაუბრეთ. ამ კაცს ძალიან გაუხარდა როცა გაიგო რომ თბილისიდან მოვდიოდით უშგულში. გვითხრა რომ ახალგაზრდობაში მეც სულ ეგრე დავდიოდი და ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდით. გზაც დაწვრილებით გვასწავლა. გვითხრა რომ სოფლიდან გზას პირდაპირ უდნა დავდგომოდით, წინ მანამდე გვევლო სანამ მარცხენა მხარეს ხიდს არ დავინახავდით ხოლო ხიდზე გადასვლის შემდეგ დენის ანძებს გავყოლოდით და პირდაპირ სოფელ კალაში მოვხვდებოდით, საიდანაც სამანქანო გზა მიდიოდა უშგულამდე და  მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივაღწევდით დანიშნულების ადგილს.

იმ ღამის გათევა იქვე მდებარე სკოლის ეზოში გადავწყვიტეთ. უკვე კარავი გაშლილი გვქონდა და დასაწოალდ ვემზადებოდით, რომ ის ადგილობრივი რომელმაც გზა გვასწავლა თავის მეგობართან და ლუდთან ერთად გვესტუმრა. გვითხრა თქვენ დაღლილები იქნებით, ეს ცივი ლუდი მიირთვით და უფრო სასიამოვნოდ დაგეძინებათო. თან  სვანეთის შესახებ, აქ არსებული თემების და უშგულში მიმავალი გზის შესახებაც უფრო დაწვრილებით და საინტერესოდ გვიამბო.

DSCN0774
სოფელი თეკალი
მეორე დილას როგორც გვასწავლეს ზუსტად იმ გზას გავუყევით. შორიდან ვხედავდით იმ დენის გადამცემ ანძებს რომლებსაც ჩვენთვის მეგზურობა უნდა გაეწიათ, თუმცა ხიდი არსად ჩანდა. ერთ-ერთ ჩიხში შევნიშნეთ პატარა ბიჭი, რომელიც გაზის ლურჯ ბალონთან ერთად ჩამომჯდარიყო გზის პირას.  ამ ბიჭს სასხვათაშორისოდ ვკითხეთ კალა ხომ არ იცი სად არის თქო. ბიჭი ცოტა  დაფიქრდა შემდეგ გვითხრა კალა არ ვიცი მაგრამ პირდაპირ 2 სოფელიაო(სახელები დამავიწყდა სამწუხაროდ). ჩვენც ბიჭს მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით. 100-200 მეტრი გვექნებოდა გავლილი, უკნიდან გვესმის ვიღაც მორბის. ის ბიჭი 5 წუთის წინ რომ ვესაუბრებოდით ქოშინით მოვარდა ჩვენამდე. ეტყობა უფროსებისთვის უკთხავს კალა სად არისო და ახლა დაგვეწია რომ ჩვენთვისაც ესწავლებინა გზა……

უღელტეხილი ლატფარ

შუადღის 2 საათი იქნებოდა როცა ,,აღთქმული” ხიდი გამოჩნდა. სანამ ხიდამდე მოვიდოდით გზა ვაკე იყო და რამდენიმე საათი შეუსვენებლად ვიარეთ პაპანაქება სიცხეში. ხიდის გადაკვეთს შემდეგ კი დაიწყო ნამდვილი ლაშქრობა. აღმართს აღმართ მოსდევდა, დაკლაკნილი ბილიკით მივიწევდით ლაფტარის უღელტეხილისკენ.  თუმცა უღელტეხილი ჯერ კიდევ შორს იყო. მანამდე შეგვხვდა საოჯახო ტიპის სასტუმრო. სადაც სხვათა შორის გვასწავლეს რომ როდესაც უღელტეხილზე ავიდოდით კალასკენ არ წავსულიყავით, მარჯვნივ მთებში ადვილად შესამჩნევ ბილიკს დავდგომოდით, რომელიც პირდაპირ უშგულში ჩაგვიყვანდა. ასევე შეგხვდა უცხოელი ტურისტები.  შემდეგ კიდევ უცხოელი ტურისტები, შემდეგ ქართველები. რომლებმაც პირველი რაც გვკითხეს ეს იყო წყლის მარაგი თუ გვქონდა საკმარისი.  მათგან გავიგეთ რომ ბილიკზე სასმელი წყალი არ იყო და რაც გვქონდა ის მარაგი მაქსიმალურად ეკონომიურად უნდა გამოგვეყენებინა.
DSCN0815

შუადღის 6 საათი იქნებოდა როცა სიცხისგან გათანგულებმა და მწყურვალებმა პატარა ტბამდე ავაღწიეთ. ეს იყო ბაყაყებით სავსე დაგუბებული წყალი. თუმცა იმის მიუხედავად რომ წყალი ბინძური იყო მაინც სულმოუთქმელად დავლიეთ. სიცხისგან გმაოფიტულებმა ერთი საათით იქვე ტბასთან ხის ძირში წავუძინეთ, რათა ძალები აღგვედგინა და ჩვენ წინ აღმართულ მთების კალთებს უფრო ენერგიულად შევჭიდებოდით. აღმართები არ ილეოდა. სპირალურად დახვეულ გზას ნელ-ნელა ავყავდით ზღვის დონიდან 2830  მეტრზე. სხვათაშორის მაშინ გამახსენდა თეკალში ჩვენი ,,მეგზურის” სიტყვები: – ,,აღმართი გულის ტკივილია, დაღმართი ფეხისო”. რაც უფრო მაღლა ავდიოდით გული მით უფრო გამალებით ცემდა და სიარულის საშუალებას არ გვაძლევდა. თუმცა თვალს  უხაროდა. ულამაზესი პანორამული ხედები, ხეობა რომელიც რამდენიმე საათის წინ დავტოვეთ მლთიანად ჩვენს ხელის გულზე იყო გადაშლილი.

DSCN0837

DSCN0852

DSCN0867

DSCN0872

 

საბოლოოდ საღამოს 8 საათისთვის როგორც იქნა ავაღწიეთ უღელტეხილამდე. აქ კი ნამდვილად საოცარი სანახაობა გადაიშალა ჩვენ თვალწინ. აღმართს დავდახრილი მოვუყვებოდი, ზემოთ არც ვიხედებოდი მომდევნო აღმართის შიშით რომ უცებ მთელი კავკასიონი გადაიშალა ჩემ თვალწინ.  ეს იყო საოცარი შეგრძნება, რომელსაც ვერც სიტყვებით, ვერც სურათებით  ვერ გადმოცემ სათანადოდ. ეს თავად უნდა ნახო.

DSCN0897

DSCN0908

DSCN0916

DSCN0919

DSCN0934

უღელტეხილზე დაგვხვდა ასევე შდარებით სუფთა ტბა, ღამის გასათევი თავშესაფარი ეგრედ წოდებული ,,ფეჩით”. ასევე გზის მანიშნებლები, რომლებიც გვიჩვენებდნენ გზას კალამდე და ასევე მოკლე ბილიკს პირდაპირ უშგულამდე. ამ უღელტეხილზე, საოცარი პეიზაჟებით და ჩვენ წინ აზვირთული კავკასიონით დამთავრდა ჩვენი ლაშქრობის მეორე დღე.

DSCN0936.JPG

DSCN0938

დღე 3. უშგულამდე ჯერ კიდევ შორია.

DSCN0953

მეორე დილას ადრიანად დავტოვეთ ჩვენი ,,თავშესაფარი”. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კალასკენ აღარ წავედით და გადავწყვიტეთ მთებში ბილიკს გავყოლოდით და პირდაპირ უშგულში ჩავსულიყავით. თუმცა უშგულამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა წინ.
იმის მიუხედავად რომ ბილიკით კიდევ უფრო მაღლა ავდიოდით ზღვის დონიდან და სიარულიც საშინლად რთულდებოდა, მაინც არ გვინანია. ჩვენ თვალწინ საოცარი ხედები იშლებოდა, მოვხვდით საოცარ გარემოში რომლის მსგავს სილამაზეს ძნელად თუ შეხვდებით მთელ დედამიწაზე.

DSCN0962

DSCN0974

DSCN1076

DSCN1029

DSCN1033

DSCN1066

DSCN1074

ბილიკი ამაღელვებელი პანორამული ხედების გარდა მდიდარია ტბებით.                       მესამე ტბა რომელიც ბილიკზე შეგვხვდა.

DSCN0996

DSCN1003

მეოთხე ტბა.
DSCN1089

DSCN1095

უშგული

ალისა რომ მართლა დაკარგულიყო, ალბათ უშგულში ამოყოფდა თავს.

დამღლელი სიარულის, უამრავი მთის, ლამაზი პანორამებისა და მისტიური ტბების შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა ქვის, ცივი კოშკები. თავი ბეჭდების მბრძანებელში აღწერილი  სამყაროს ერთ-ერთ სოფელში გვეგონა, სადაც ფროდო და მისი მეგობრები ცხოვრობდნენ.

DSCN1111
3 დღიანი სიარულის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა უშგულის ერთ–ერთი სოფელი.

DSCN1121

DSCN1132

DSCN1134

DSCN1171

DSCN1220

DSCN1202DSCN1177DSCN1182DSCN1206DSCN1208DSCN1200DSCN1180DSCN1172DSCN1244DSCN1213DSCN1174DSCN1209DSCN1111DSCN1220DSCN1217DSCN1227DSCN1216DSCN1171DSCN1219DSCN1181DSCN1176DSCN1121DSCN1166DSCN1132DSCN1161DSCN1137DSCN1159DSCN1134

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s