//
archives

კულტურული ძეგლები

This category contains 8 posts

სურამის ციხე |Surami Fortress

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი —ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და … Continue reading

ასპინძის ციხე | Aspindza Fortress

დაბა ასპინძის ტერიტორიაზე მდებარეობს ასპინძის  ციხე , რომელიც განეკუთვნება IX-X სს. გადმოცემის თანახმად იგი ჯავახეთიდან სამცხეში  და  სამცხიდან თორში მიმავალ გზებს აკონტროლებდა. მას განაგებდნენ  თავდაპირველად შალიკაშვილები,  ხოლო შემდეგ დიასამიძეთა  ხელში  გადასულა. GooGle Map

ყვარლის ციხე | Kvareli fortress

ყვარლის ციხე – ქ. ყვარლის ცენტრში მდებარეობს. ყვარლის ციხე XVI-XVIII საუკუნეების კახეთში აგებულ სიმაგრეებიდან ერთ-ერთი დიდთაგანია. გეგმით იგი თითქმის კვადრატულია, ვაკეზე დგას და ყოველ მხარეს ერთნაირი მისადგომი აქვს. GooGle Map

ხიხანის ციხე | Khikhani Fortress

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში. ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. GooGle Map See more 4k videos  

ზარზმის მონასტერი | Zarzma Monastery

ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. GooGle Map See more 4k videos

ბებრის ციხე | Bebristsikhe fortress

ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) — ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვაბელტა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი — 600 მ². See more 4k videos

გრემის ციხე |Gremi fortress

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. Gremi (Georgian: გრემი) is a 16th-century architectural monument – the royal citadel and the Church of the Archangels – in Kakheti, Georgia. The complex is what has survived from the once flourishing … Continue reading

ნეკრესის მონასტერი

ნეკრესი — სამონასტრო კომპლექსი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად,კავკასიონის ქედის განშტოებაზე. აქ VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი – აბიბოსი. აბიბოსის მოღვაწეობის დროს აიგო კიდევ ერთი ბაზილიკა და სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. შემდეგ კი, VIII- IX საუკუნეებში, აქ გუმბათიანი ტაძარიც ააგეს. GooGle map See more 4k videos

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))
Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules